X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ქალაქ სიღნაღის მულტიმოდალური ტრანსპორტისა და მობილობის (მმტმ) სტრატეგიული გეგმის შემუშავება

15 ოქტომბერი 2020

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ტურიზმის ხელშეწყობა და ამ მიზნით სარეკრეაციო ტერიტორიებისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია სიღნაღის, როგორც ისტორიული ციხე-ქალაქის წარმატებით ფუნქციონირება და განვითარების პოტენციალის 2 ათვისება. აგრეთვე, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული დაგეგმარების გათვალისწინებით, საერთაშორისო მნიშვნელობის, მაღალი დონის, ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, რაც აქტიურად შეუწყობს ხელს ადგილობრივ განვითარებას. სიღანღის ბოლო წლების დინამიური განვითარება განაპირობა ტურისტების დიდმა ინტერესმა როგორც ისტორიული ქალაქის და მასში არსებული ძეგლების მიმართ. აღნიშნულმა თავისთავად გამოიწვია ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემები, როგორიცაა სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებული სტრუქტურული გართულებები. რადგანაც ეს უკანასკნელი შესაძლოა საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის,  სიღნაღი საჭიროებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მისი რეგულირების ნაწილის განახლებას, საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. სწორედ ამ საფრთხეების თავიდან აცილების, ციხე-ქალაქის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, დღის წესრიგში დადგა იმის აუცილებლობა, რომ მოკლე ვადაში განხორციელდეს ქალაქ სიღნაღის მულტიმოდალური ტრანსპორტისა და მობილობის სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. ქალაქ სიღნაღის მულტიმოდალური ტრანსპორტისა და მობილობის სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) გამოაცხადა ტენდერი აღნიშნული მომსახურების შესყიდვაზე.

დეტალური  ინფორმაცია ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ  ლინკზე: https://etenders.ge/view/56752/